ახალი ამბებიღია სტუდია

თელავში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა (R)

ტერაბანკი ქვეყნის მასშტაბით ფილიალების განახლებას აგრძელებს. ამიერიდან „ფინანსური სახლის“ კონცეფციის შესაბამისი ფილიალი მომხმარებლებს უკვე ქალაქ თელავშიც მოემსახურება.

ტერაბანკის ფილიალი თელავში, ბაგრატიონის N1-ში მდებარეობს და აქ მისულ მომხმარებლებს განსხვავებული, მყუდრო სივრცე, თანამედროვე ინტერიერი, მათზე
მორგებული, სრული საბანკო მომსახურება და მეგობრული პერსონალი დახვდებათ.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მომხმარებლებს მთელი ქვეყნის მასშტაბით შევთავაზოთ „ფინანსური სახლის“ კონცეფცია, რომლის მთავარი მახასიათებლები უშუალო
ურთიერთობები, განსხვავებული და კომფორტული გარემოა, რომელიც სახლს ჰგავს“, – აღნიშნავენ ტერაბანკში.

თელავის ფილიალი მომხმარებლებს სტანდარტულად, ორშაბათიდან პარასკევამდე, 10:00-18:00 საათებში, შაბათს კი 10:00-14:00 საათებში მოემსახურება. ტერაბანკმა „ფინანსური სახლის“ კონცეფცია 2016 წელს დანერგა. ამჟამად ქვეყნის მასშტაბით „ფინანსური სახლის“ კონცეფციით 17 ფილიალი ფუნქციონირებს. განახლების პროცესი გაგრძელდება და ეტაპობრივად ყველა ფილიალს მოიცავს.