ახალი ამბები

სოფელ ანაგაში მოსახლეობა აქციას გამართავს

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგის მოსახლეობა სასაფლაომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით აქციას გამართავს. 

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგაში მოსახლეობა 20 აპრილს აქციას გამართავს.
აქციის ორგანიზატორი, სოფელ ანაგის მკვიდრი ნინო გოგოლაშვილი აცხადებს, რომ მათი მთავარი მოთხოვნაა სასაფლაომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია.

,,ჩვენი პრობლემა ეხება სოფელ ანაგაში სასაფლაოების პრობლემას, რომლებსაც აქვთ მეწყერსაშიში და მიუვალი გზები. ჩვენ ვიკრიბებით, რათა ადგილობრივ თვითმართველობას და შესაბამის პასუხისმგებელ ორგანოებს მივაწვდინოთ ხმა, რომ სათანადო ყურადღება დაუთმონ ჩვენს პრობლემებს.

ვიკრიბებით 20 აპრილს, 2 საათზე, სოფლის ცენტრში, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე”,- განუცხადა knews.ge-ს ნინო გოგოლაშვილმა.