ახალი ამბები

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიებზე ტურისტული სეზონი დაიწყო

ლაგოდეხის ნაკრძალში ტურისტული სეზონი ყოველდღიურად აქტიური ხდება.

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, გიორგი სულამანიძე აცხადებს, რომ ნაკრძალს 2019 წელს ბოლო 3 თვის მონაცემებით 2800 ვიზიტორი ესტუმრათ.

,,ჩვენთან ტურისტული სეზონი დათბობისთანავე იწყება. წელს ბოლო 3 თვის მდგომარეობით 2800 ვიზიტორის გვყავდა. გასულ წელს კი იმავე პერიოდში – 2650.

2018 წელს სულ 580 000 ვიზიტორი იყო. ტურისტული სეზონის გააქტიურებისთვის ვემზადებით, ეტაპობრივად ვანახლებთ ბილიკებს და მარკირებას. ყველაზე გვიან მაისის ბოლოს კი შავი კლდეების ბილიკი იხსნება.

გარდა ამისა, გუშინ დასრულდა ღია აუქციონი მიწის აღნაგობის უფლებით გაცემასთან დაკავშირებით. წელს ახალი კაფეტერია აშენდება და დაიწყება ახალი სასტუმროს აშენების სამუშაოები.

ხის კენწეროების ბილიკის საპროექტო სამუშაოები კი დასკვნით ფაზაში გადავიდა და დაახლოებით ერთ თვეში გვექნება პროექტი და ხარჯთაღრიცხვა’’, – განუცხადა “კახეთის ხმას” გიორგი სულამანიძემ.