ახალი ამბები

პანკისში 10 წლის გოგონა ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვნეს

პანკისის ხეობაში, სოფელ წინუბანში 10 წლის გოგონა ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს. ადგილობრივების ინფორმაციით, გოგონა საცხოვრებელი სახლის სათავსოზე იყო ასული. მოულოდნელად მას ფეხი დაუცურდა, ჰიჯაბზე ჩამოეკიდა და გაიგუდა.

მომხდარის შესახებ უმცროსმა ძმამ დედას შეატყობინა, რის შემდეგაც მათ სამართალდამცავები გამოიძახეს.

„როგორც ვიცი გოგონა უბედურ შემთხვევას ემსვერპლა. ის თამაშის დროს გარდაიცვალა, ჰიჯაბზე ჩამოეკიდა. მგონი სათავსოზე ავიდა და ჩამოვარდა”, – განუცხადა „კახეთის ხმას” პანკისის ხეობის უხუცესმა ხასო ხანგოშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცახდებით, გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რომელიც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ავტორი: ნიკოლოზ ესიტაშვილი