ახალი ამბები

გურჯაანში გარემოს დაცვის რეგიონული სამსახურის უფროსის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტში მომხდარი სროლის დროს, რასაც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის კახეთის რეგიონული სამსახურის უფროსის ბესიკ შუბითიძის დაჭრა მოყვა, კიდევ ერთი პირია დაშავებული. აღნიშნული პირი პოლიციამ გვიან ღამით დააკავა. 

ბესო შუბითიძე თანამშომელთან ერთად გეგმიურ შემოვლაზე გურჯაანში, მდინარე ალაზნის ტერიტორიაზე იმყოფებოდა, რა დროსაც საეჭვო ბრაკონიერები შენიშნეს. სავარაუდოდ სწორედ მათ განახორციელეს შუბითიძის მისამართით გასროლა. ბესო შუბითიძე ამ დროისთვის გურჯაანის ჯეო ჰოსპტალსშია მოათავსებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციელზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ან და საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას გულისხმობს.