ახალი ამბები

სოფელ ჩუმლაყში ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1984 წელს დაბადებული ო. ჭ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

როგორც “კახეთის ხმას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში, ერთ-ერთი მოქალაქის კუთვნილი ვენახიდან რკინის 50 ბოძი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

უწყების ინფორმაციით, პოლიციამ მოპარული რკინის ბოძები ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

გამოძიება ქურდობის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

ნიკოლოზ ესიტაშვილი