რეგფონდიდან ახმეტაში დამატებით კიდევ 4 პროექტი განხორციელდება

რეგიონული განვითარების ფონდიდან 2019 წელს ახმეტის მუნიციპალიტეტში დამატებით კიდევ 4 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება.

მიმდინარე წელს ახმეტაში სულ 12 ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება იგეგმება. მუნიციპალიტეტის მერის, იოსებ ქარუმაშვილის თქმით, ამ დროისთვის 10 პროექტზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია.

,,12 პროექტის განხორციელებისთვის გვაქვს 3 მილიონ 145 640 ათასი ლარი. ამ დროისთვის 10 პროექტზე გამოცხადებულია ტენდერი, საიდანაც 4 პროექტის შემთხვევაში უკვე კონტრაქტია გაფორმებული. გასულ წელთან შედარებით ამ მიმართულებით წინ ვართ და ვფიქრობ ეს წელი ინფრასტრუქტურული კუთხით ახმეტისთვის მნიშვნელოვანი იქნება”, – განაცხადა იოსებ ქარუმაშვილმა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *