სოფელ ლამბალოში ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.

როგორც “კახეთის ხმას” მერიაში განუცხადეს, ღონისძიებაში ადგილობრივებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ კულტურის სახლთან არსებული სიმღერის და ცეკვის ჯგუფები.

ნოვრუზ ბაირამს მაჰმადიანური აღმასრებლობის წარმომადგენლები ტრადიციულად 21 მარტს დღესასწაულობენ.

ნოვრუზ-ბაირამობა ახალ დღეს ნიშნავს, ამ დღესასწაულს აზერბაიჯანელები ახალი წლის დღესასწაულად მიიჩნევენ და შესაბამისი წესით აღნიშნავენ. ნოვრუზ ბაირამობა დღისა და ღამის გათანასწორებას, ჰაერის გათბობას, თოვლის დნობის დაწყებას, ხეებზე ყლორტის გამოსვლას და დედამიწის გამოცოცხლებას ნიშნავს.

ნიკოლოზ ესიტაშვილი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *