ახალი ამბები

კახეთში წითელას შემთხვევების ზრდა არ ფიქსირდება

კახეთის რეგიონში წითელას 255 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის რეგიონული განყოფილების ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, მწვავე ვირუსით ინფიცირებულთა შედარებით მაღალი მაჩვენებელი გამოვლენილია საგარეჯოს, დედოფლისწყაროს, თელავისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში.

,,წითელას 30-მდე შემთხვევაა თითოეულ მუნიციპალიტეტში: საგარეჯოში, დედოფლისწყაროში, თელავსა და გურჯაანში. დანარჩენ მუნიციპალიტეტებში კი უფრო ნაკლები შემთხვევა დაფიქსირდა. შემთხვევების მკვეთრი მატება არ ფიქსირდება, სტაბილურად ვლინდება ახალი შემთხვევები. მაგალითად, ბოლო 3 კვირის განმავლობაში თითოეულ კვირაში 20, 23 და 24 ახალი შემთხვევა გამოვლინდა”, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.