ახალი ამბები

ძიუდოს საერთაშორისო ტურნირზე ახმეტაში მცხოვრებმა სპორტსმენმა პირველი ადგილი დაიკავა

საფრანგეთში გამართულ ძიუდოს საერთაშორისო ტურნირზე ახმეტაში მცხოვრებმა ირაკლი ქავთარაშვილმა პირველი ადგილი დაიკავა. ის 46 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზებდა.

“ირაკლი ქავთარაშვილმა დაძაბულ ბრძოლაში გაიმარჯვა. ის ზურაბ ზვიადაურის სახელობის ძიუდოს სასპორტო სკოლაში ვარჯიშობს. მისი მწვრთნელი ზაზა კოტორაშვილია”, – აცხადებენ ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურში.

ნიკოლოზ ესიტაშვილი