ახალი ამბები

სოფელ ლამბალოში 84 წლის მოხუცს მეოთხე დღეა ეძებენ

მეოთხე დღეა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში მცხოვრებ 84 წლის ქალბატონს ეძებენ. ახლობლების ინფორმაციით, ხანუმ გუსეინოვა ბოლოს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბეში ნახეს, სადაც ის ფერმაში შვილთან ერთად იმოფებოდა.

მათივე თქმით, გუსეინოვას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.

-“ხანუმ გუსეინოვა 8 მარტს გაუჩინარდა. მეოთხე დღეა ვეძებთ, თუმცა უშედეგოდ. სოფელ ბოდბესთან ახლოს, ფერმაში იყო შვილთან ერთად. მაა ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ყველგან მოვიკითხეთ? სადაც კი შეიძლებოდა, თუმცა მის კვალს ვერსად მივაგენით.

არ ვიცით, სად შეიძლება წასულიყო. ეს მისი დაკარგვის პირველი შემთხვევაა. თუ ვინმე შენიშნავთ ქალბატონს, შეგიძლიათ დარეკოთ შემდეგ ნომრებზე : – 571 12 33 65 ან 557 27 15 55″, – ამბობს დაკარგული ქალბატონის ახლობელი ელვან გუსეინოვი.

როგორც “კახეთის ხმას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაკარგული ხანუმ გუსეინოვას სამძებრო სამუშაოებში სამართალდამცავები და სამაშველო ჯგუფები არიან ჩართულები.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რომელიც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ნიკოლოზ ესიტაშვილი