ახალი ამბებივიდეორეპორტაჟი

სოფელ ბაკურციხესთან სატვირთო ავტომანქანა ამობრუნდა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხესთან სატვირთო ავტომანქანა ამობრუნდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ჩაით დატვირთული ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ბორდიურს შეეჯახა. შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. გზის მონაკვეთზე მოძრაობა შეფერხდა, რის გამოც ავტომობილების გადადგილებას სამართალდამცავები არეგულირებენ.

ავტოსაგზაო შემთხვევის ამსახველი ვიდეო.

ავტორი სოსო სეფიაშვილი

https://www.facebook.com/soso.sefiashvili.3/videos/654342905001468/