ახალი ამბები

კახეთში ქურდობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

კახეთის პოლიციამ ქურდობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1 პირი დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოში მოქალაქეს 500 ლარის ღირებულების სამკაულები და ბიჟუტერია მოპარა.
უწყებაში განმარტავენ, რომ დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.