ახალი ამბები

ავსტრიელმა რეჟისორმა თუშეთზე ფილმის გადაღება 31 000 ევროთი დააფინანსა

ავსტრიელმა რეჟისორმა რეინჰარდ ფორსტინგერმა საქართველოზე ფილმის გადასაღებად საკუთარი ბიუჯეტიდან 31 ათასი ევრო გამოყო. მისი თქმით, ფილმი თუშეთსა და მის ტურისტულ პოტენციალს ეხება.
ფილმის სახელწოდებაა “Heimat auf Zeit“ (Home for the Time Being) – ანუ “დროებითი” სამშობლო.
“დაახლოებით, 16-ჯერ ვიმოგზაურე საქართველოში. პროექტის მთლიანი ღირებულება 31 000 ევრო იყო, რომელიც სრულად მე დავაფინანსე, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ავსტრიის ადგილობრივი მთავრობისგან მცირე დაფინანსება მივიღე, 2500 ევროს სახით. ფილმის ნახვის შესაძლებლობა აქვს ყველას, გერმანიაში, ავსტრიასა და შვეიცარიაში. მათ შორის კინოთეატრებსა და ინტერნეტში. არა ერთი ადამიანი ვიცი, 30-70 წლამდე, ვისაც სწორედ ისეთი საკითხები აინტერესებს, როგორიც ფილმშია აღწერილი. “ Heimat auf Zeit“ ნახვის შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, ქართველ მაყურებელსაც აქვს; როგორც ვიცი, ქართველების დაახლოებით 60% არასდროს ყოფილა თუშეთში”, – აცხადებს ფორსტრინგერი.
რეჟისორის ინფორმაციით, ფილმის გადაღება ორი წლის განმავლობაში გრძელდებოდა, თუმცა დღეს პროექტზე მუშაობა უკვე დასრულებულია.
ავტორი: მაკა ხაზიური