ახალი ამბები

თელავის 8 სოფელში შეხვედრები გაიმართება

,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში თელავის მუნიციპალიტეტში შეხვედრები 22 თებერვალს დასრულდება. როგორც “კახეთის ხმას” თელავის მერიაში განუცხადეს, მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები 8 სოფელში გაიმართება.
“შეხვედრებზე მოსახლეობა მსჯელობს და “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში გამოყოფილი თანხის განკარგვას წყვეტს. სოფლებში შეხვედრებისას ძირითადად ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებას ითხოვენ. ბოლო შეხვედრები ჩატარდება თელავის მუნიციპალიტეტის 8 სოფელში: სანიორესა და ჯუღაანში შეხედრები 12:00 საათზეა დაგეგმილი, ხოლო ლალისყურში – 13:30 საათზე. გარდა ამისა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრებს კობაძეებში, სეროდანში, ნადიკვარზე, პანტიანსა და თეთრწყლებში 15:00 საათზე გამართავენ შეხვედრებს“,- აცხადებენ თელავის მერიაში.