ახალი ამბები

ხანძრის შედეგად გურჯაანის მერის მოადგილის კაბინეტი დაიწვა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში ხანძარი იყო. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, ხანძრის დროს შენობაში მისი მოადგილის სამუშაო კაბინეტი დაიწვა. არჩილ ხანდამაშვილის თქმით, სახანძრო-სამაშველო სამსახურმა ცეცხლი უკვე ჩააქრო.
ამ ეტაპზე, ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ნიკოლოზ ესიტაშვილი