რა ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება კართუბნის ადმინისტრაციულ ერთეულში

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კართუბნის ადმინისტრაციულ ერთეულში საფეხბურთო მოედნის რეაბილიტაციასა და სანიაღვრე არხების მოწყობას ითხოვენ.

მერიაში აცხადებენ, რომ მოსახლეობამ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განართულ შეხვედრაზე პრიორიტეტად აღნიშნული საკითხვეი დაასახელა, რომლებიც მიმდინარე წელს მოგვარდება.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, კართუბნის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფლის საერთო კრება გაიმართა.
ადგილობრივების გადაწყვეტილებით სოფელ კართუბანში დასრულდება საფეხბურთო მოედნის რეაბილიტაცია, სოფელ ნაწისქვილარში მაცხოვრებლების გადაწყვეტილებით სანიაღვრე არხი მოეწყობა“, – აცხადებენ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიაში.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 920 000 ლარი დაიხარჯება.

ნიკოლოზ ესიტაშვილი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *