გერმანიაში რუსული მაღაზიები ფალსიფიცირებულ ქართულ პროდუქციას ყიდიან

გერმანიაში ქართული პროდუქციის შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტებზე, რომელიც  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს „კახეთის ხმამ“ მიაწოდა,  მოკვლევას დაიწყებენ და პროცესში შესაბამის უწყებებს ჩართავენ

ბოლო დროს გერმანიაში არსებულ რუსულ მაღაზიებში ფალსიფიცირებული ქართული პროდუქტების ნაირსახეობა გაჩნდა.   სხვადასხვა დასახელების ღვინოებზე, სულგუნზე, ტკბილეულსა და კონსერვებზე   ქართული წარწერები შეცდომითაა დატანილი.  ევროპელი მომხმარებელი, რომელიც ქართულ პროდუქციას ნაკლებად იცნობს, ფალსიფიცირებული პროდუქტის დადგენა უჭირს.   

ხშირ შემთხვევაში, მაღაზიებში შეთავაზებული ქართული პროდუქტის დასახელების ქვეშ სრულიად სხვა პროდუქტია და არაფერი საერთო არ გააჩნიათ ქართულ კომპანიებთან. ამის შესახებ  „კახეთის ხმას“ გერმანიაში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა აცნობეს.

გერმანიაში მცხოვრებმა  თამარ ქართველმა მოგვაწოდა ინფორმაცია და  ფოტოები, სადაც ჩანს,რომ ქართულ პროდუქტებს ადგილწარმოშობა შეცდომით აქვს მითითებული და პროდუქტის დასახელება რუსულ ენაზეა. ყველაზე მეტი პრობლემა კი ისაა, რომ თავად ქართული ადგილწარმოშობის მქონე პროდუქტები უხარისხოა და არაფერი აქვს საერთო საქართველოსთან. ამასთან, თითქმის არცერთ ქართულ პროდუქტზე არ არის აღნიშნული მწარმოებელი კომპანიის სახელი და წარმოების ადგილი.
მანდარინის მურაბა, ტყემალი, ტომატის საწებელი, ხინკალი, სულგუნი, ქინძმარაული სტალინის გამოსახულებით, ღვინოები ხვანჭკარა, სულიკო, თბილისისძველი, გურჯაანი, მიმინო, ახაშენი, საფერავი – ეს იმ პროდუქტების არასრული ჩამონათვალია, რომელიც გერმანიაში სხვადასხვა რუსულ მაღაზიაში იყიდება.
გერმანიაში მცხოვრები ემიგრანტი,  ამბობს, რომ რუსული მაღაზიების დახლებზე განთავსებული ე.წ. ქართული პროდუქცია არც გემოთი შეესაბამება ნამდვილ ნაწარმს.
,,ასეთ პროდუქციას გერმანიის ტერიტორიაზე მხოლოდ რუსულ მაღაზიაში შეხვდებით, ერთერთი მაღაზიის სახელია ,,Rusische Geschäft ‘’. ზოგადად გერმანიაში ქართულ ნაწარმს ვერ იყიდი ვერსად რუსული მაღაზიების გარდა და ისიც უგმურია. მგონია, რომ ფალსიფიცირებულია, რადგან მსგავსი დასახელების არც კომპანია, არც პროდუქცია მინახავს საქართველოში. გარდა ამისა, ქართულ წარმოებას ეტიკეტი ქართულად უნდა ჰქონდეს, აქ კი მხოლოდ რუსული და იშვიათად გერმანული ანოტაციები აქვს’’,- აცხადებს “აგრომედიასთან” საუბრისას გერმანიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე.
რუსი მწარმოებლების მიერ ქართული პროდუქციის შესაძლო ფალსიფიცირების ფაქტებზე საუბრობენ გერმანიაში მცხოვრები სხვაე მიგრანტებიც. მათი თქმით, რუსულ მაღაზიაში ქართული პროდუქცია დაბალ ფასად იყიდება.
,,გერმანიაში ქალაქ Friedrichshafen-ში, მაღაზიათა ქსელში MINI MIX-ში დევს დახლზე ქართული პროდუქტები, ზოგი ძალიან დაბალ ფასად იყიდება. ვერცმიხვდებით, ზოგს ეტიკეტზე რა აწერია და იყიდება როგორც ქართული პროდუქცია. მაგალითად გვხვდებახვანჭკარა“, რომელსაც აწერია, რომ საქართველოშია ჩამოსხმული, მაგრამ არ ახლავს ქართული ანოტაცია. ზოგი პროდუქციის ეტიკეტზე კი სტალინია გამოსახული, რაც ქართველების გაღიზიანებას იწვევს. ძალიან ცუდია თუ ამას ქართული კომპანიები აკეთებენ, ორმაგად უფრო გულდასაწყვეტია, თუ ეს ფალსიფიცირებული ღვინოა და რუსეთი ამის უფლებას აძლევს თავს’’-აცხადებენ ემიგრანტები.
ემიგრანტების მიერ გამოგზავნილ ფოტოებზე გარკვევით ჩანს, რომ რუსულ მაღაზიაში ღვინის კომპანია ,,ასკანელი ძმების“ პროდუქცია დაბალ ფასად იყიდება. იმის გასაგებად გადის თუ არა კომპანიის პროდუქცია გერმანიის ბაზარზე და იყიდება თუ არა ის რუსულ მაღაზიაში, “აგრომედია” კომპანიის წარმომადგენლებს დაუკავშირდა.

კომპანიაში არ აკონკრეტებენ იყიდება თუ არა მათი პროდუქცია იაფად გერმანიაში განთავსებულ რუსულ მაღაზიაში. კომპანიის მარკეტინგის მენეჯერიტატიანა ნოვოსელცევა,,აგრომედიასთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ,,ასკანელი ძმების“ ბრენდის სახელით იწარმოება 31 დასახელების  ღვინო, რომელიც ევროპულ, კახურ და ტრადიციულად ქვევრში დამზადებულ ღვინოებს აერთიანებს. მისივე თქმით, პროდუქცია რუსეთში, უკრაინაში, ლატვიაში, ჩეხეთში, პოლონეთში,  ჩინეთში,  ისრაელში, კანადასა და გერანიაში იყიდება.

,,ჩვენი ღვინის ფალსიფიცირების ფაქტები უცხო ქვეყნის ბაზარზე არ შეგვხვედრია. საზღვარგარეთ ჩვენი კომპანიის წარმოებული ღვინო ძირითადათ გადის  ასკანელის  კლასიკური ეტიკეტით თუმცა ასევე გვაქვს  საექსპორტო ასეთი სავაჭრო ნიშნები როგორც  არაგველი, გიდელი, დარეჯანი,  Shato  Divaini , გალავანი, ორველი , სტალინი, Artwine, გალავანი, ორველი , სტალინი ,Artwineდა ა.შ’’,- განუცხადა ,,აგრომედიას“ტატიანა ნოვოსელცევამ.
ფოტოებზე დაფიქსირებული სხვა კომპანიების და პროდუქციის დასახელებები და მონაცემები კი არ იძებნება.
გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ პროდუქცია მსგავსი დასახელებებით გადის საზღვარგარეთ სხვადასხვა ქვეყნის ბაზარზე. უწყებაში განმარტავენ, რომ ექსპორტზე პროდუქციის გასვლამდე მისი ხარისხი მკაცრად კონტროლდება, თუმცა ინფორმაცია არ აქვთ საზღვარზე გატანის შემდეგ არის თუ არა ქართული პროდუქციის ფალსიფიცირების შემთხვევები.
,,თქვენ მიერ ჩამოთვლილი პროდუქცია გადის საზღვარგარეთ ექსპორტზე, თუმცა საზღვარზე გასვლის შემდეგ ფიქსირდება თუ არა ფალსიფიკაცია ამაზე ინფორმაცია არ გვაქვს. მონიტორინგიც ამ კუთხით ძალიან ძნელია. ეს საქპატენტის მოსაკვლევი საკითხია. რაც შეეხება ღვინოს, ჩვენ და ღვინის ეროვნულსააგენტო ხარისხს მკაცრად ვაკონტროლებთ, სანამ საზღვარზე გავა. თუმცა მას შემდეგ რა ხდება ეს გრძელვადიანი მოკვლევის საგანია’’,- განუცხადეს “აგრომედიას” გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის სასაქონლო ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნებისა და დიზაინის დეპარტამენტის უფროსი განმარტავს, რომ საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებასა და გეოგრაფიულ აღნიშვნაზე უფლებების დარღვევა იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. ირაკლი კასრაძის ინფორმაციით, გერმანიაში ქართული პროდუქციის შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტებზე მოკვლევას დაიწყებენ და პროცესში შესაბამის უწყებებს ჩართავენ.
,,მსგავსი შეტყობინების საფუძველზე ჩვენ დავიწყებთ გარკვევას და ჩავრთავთ საგარეო საქმეთა სამინისტროს, განხორციელდება საკონტროლო შესყიდვები. ჩვენ ასევე ევროკომისიის სოფლის მეურნეობის განვითარების დირექტორატს ცნობებს მივაწვდით, რის შემდეგაც ფაქტებს დეტალურად შევისწავლით და დავადგენთ ამა თუ იმ გეოგრაფიული აღნიშვნის უნებართვოდ გამოყენების შემთხვევას. გეოგრაფიული აღნიშვნით ნიშანდებულ პროდუქტზე, მისი გამორჩეული მახასიათებლებისა და რეპუტაციის გამო, ხშირად მიმდინარეობს არაკეთილსინდისიერი კონკურენცია. სამართლებრივი დაცვის პირობებში უხარისხო და მიმსგავსებულ ნაწარმზე, გეოგრაფიული აღნიშვნის უნებართვოდ გამოყენებას შეცდომაში შეჰყავს მომხმარებელი, ილახება გეოგრაფიული აღნიშვნით ნიშანდებული პროდუქტის და მისი მწარმოებლის რეპუტაცია, ხოლო გამყალბებელი იღებს დაუმსახურებელ შემოსავალს. „საქპატენტიაქტიურად მუშაობს საზღვარგარეთ ქართული ადგილწარმოშობის დასახელებების დაცვაზე. აღნიშნულისთვალსაჩინო მაგალითია ქართული ადგილწარმოშობის დასახელება – „ქინძმარაულისუნებართვო გამოყენების ფაქტის აღკვეთა რუსეთის ფედერაციაში. კერძოდ, პირს, რომელიც ინახავდა 830 ბოთლ კონტრაფაქციულ ალკოჰოლურ სასმელს ქართული ადგილწარმოშობის დასახელებისქინძმარაულისეტიკეტირებით, სასამართლომ განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა’’,-განუცხადა “აგრომედიას” ირაკლი კასრაძემ.
მისივე თქმით, ფალსიფიკაციის შემთხვევაში ერთი მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და, მეორემ ხრივ, საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმების 175-ე მუხლის შესაბამისად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების კომპეტენტური უწყებები ვალდებულნი არიან, რეაგირების გარეშე არ დატოვონ ქართული გეოგრაფიული აღნიშვნების უნებართვო გამოყენების ფაქტები.
,,საქართველოში რეგისტრირებულია სულ 27 ქართული ადგილწარმოშობის დასახელება (8 მინერალურიწყლისთვის, 19 ღვინისთვის) და 20 გეოგრაფიული აღნიშვნა (13 ყველისთვის, 1 სპირტიანი სასმლისთვის, 6 სოფლის მეურნეობის პროდუქტისთვის). ამასთან, დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, გეოგრაფიულ აღნიშვნაზე უფლებამოსილი სუბიექტის მოთხოვნით შესაძლებელია, რომ გატარდეს კანონით განსაზღვრული ღონისძიებები. საქართველოს კანონმდებლობით, საქპატენტი უფლებამოსილია, რეაგირება მოახდინოს უცხო ქვეყნებში ქართული გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების უნებართვო გამოყენების ფაქტებზე, ასეთი ფაქტების გამოვლენაშისაქპატენტსგანსაკუთრებით ეხმარებიან კერძო მეწარმეები, დიასპორა და საელჩოები’’,-ამბობს ირაკლი კასრაძე.
ღვინის ექსპერტი გიორგი სამანიშვილი აცხადებს, რომ ყველაზე ხშირად ფიქსირდება ე.წ. ჩამოსასხმელი ღვინის ფალსიფიკაციის შემთხვევები.
,,უკანასკნელ პერიოდში მე ფაქტობივად აღარ მინახავს ფალსიფიცირებული ბოთლის ღვინო ჩვენს ქვეყანაში. თუმცა უცხოეთში გატანილ ქართულ ღვინოს ხშირად პრობლემა ის აქვს, რომ ღვინის ეტიკეტზე სხვა რამ წერია, ბოთლში კი სხვა ღვინო (შეიძლება ხარისხიანი მაგრამ მაინცს ხვა) ასხია, რაც რათქმაუნდა არასწორია“, -აცხადებს გიორგი სამანიშვილი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *