ხაშმის ტერიტორიაზე 5 მეგავატიანი მზის ელექტროსადგურის მშენებლობა 2020 წელს დასრულდება
კომპანია “Green Energy” ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმის ტერიტორიაზე 5 მეგავატიანი მზის ელექტროსადგურის მშენებლობას გეგმავს.
კომპანიის დამფუძნებლის, დავით შვანგირაძის ინფორმაციით, უკვე მიმდინარეობს პროექტირება და დაფინანსების მოძიება. მისივე თქმით, საკუთარ კაპიტალთან ერთად განიხილება პროექტში საერთაშორისო ინსტიტუტების ჩართვაც.
მზის ელექტროსადგურის ასაშენებლად დაახლოებით 3.5 მილიონი დოლარის ინვესტიციაა საჭირო.
“დავიწყეთ 5 მეგავატიანი სადგურის პროექტირება, რომელიც ჩაერთვება თავისუფალ ვაჭრობაში. საკმაოდ დიდია ინტერესი მზის სადგურებზე. ვეძებთ ინსტიტუტს, რომელიც პროექტს დააფინანსებს. დაინტერესება არის, როგორც კერძო ინვესტორების, ასევე საერთაშორისო ინსტიტუტების და ქართული ბანკების მხრიდანაც, რომელთანაც პირველი შეხვედრები უკვე გაიმართა. განხორციელების ვადა დაფინანსებაზეა დამოკიდებული. სადგურის ექსპლუატაციაში 2020 წელს შევა”, – აცხადებს დავით შვანგირაძე.