რა პრობლემები აწუხებს ლაგოდეხის სოფელ ვარდისუბნის თემის მოსახლეობას

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის ადმინისტრაციულ ერთეულში სპორტული მოედნის მოწყობას, სასაფლაოს შემოღობვასა და საბავშვო ბაღის კეთილმოწყობას ითხოვენ.

მერიაში აცხადებენ, რომ ვარდისუბნის თემში შემავალი სოფლების მოსახლეობასთან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საკონსულტაციო შეხვედრა უკვე გამართეს, სადაც ადგილობრივებმა გამოავლინეს პრიორიტეტული საკითხები. უწყების ინფორმაციით, მოსახლეობის მიერ დასახელებული პრობლემები სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოგვარდება.
“ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი ჯონდო მდივნიშვილი, ვარდისუბნის თემში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ოთხი სოფლის მაცხოვრებლებს შეხვდა. ვარდისუბნისა და სვიდების მოსახლეობის ერთობლივი გადაწყვეტილებით – სოფელ ვარდისუბნის სასაფლაო შემოიღობება, სოფელ მშვიდობიანში სპორტული მოედანი მოეწყობა, სოფელ საქობოში კი საბავშვო ბაღის ეზო შემოიღობება და კეთილმოეწყობა. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 920 000 ლარია გამოყოფილი”, – აცხადებენ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიაში.

ნიკოლოზ ესიტაშვილი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *