ახალი ამბები

სუს-მა კახეთში ზაქარია ქინქლაძე დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს სწრაფი რეაგირების სამსახურის უფროსი, ზაქარია ქინქლაძე რამდენიმე წუთის წინ დააკავა. სუს-ში აცხადებენ, რომ ქინქლაძე მოსამართლის განჩინების საფუძველზეა დაკავებული.

არსებული ინფორმაციით, ამ წუთებში სუს-ის თანამშრომლები ახმეტაში მის საცხოვრებელ სახლს ჩხრეკენ.

ნიკოლოზ ესიტაშვილი