ახალი ამბები

“ტელეგრაფი” საქართველოს აუცილებლად სანახავ ქვეყნებს შორის ასახელებს

ბრიტანულმა გამოცემა “ტელეგრაფმა” 2019 წლის ტურისტული გზამკვლევი გამოაქვეყნა, რომელშიც, მსოფლიოს 10 ქვეყანა არის შესული.

რიგითობის მიხედვით, პირველ ადგილზე უზბეკეთია, მეორეზე – ერიტრეა, მესამეზე კი, პენსილვანიის შტატი და ქალაქი პიცბურგია. სიაში მეოთხე ადგილზე საქართველო იმყოფება.
გამოცემის ცნობით, იმისთვის რომ ნახოს ყველამ ადგილობრივთა სტუმართმოყვარეობა, მთიანი რელიეფი, ისტორიული მონასტრები და უძველესი ღვინის წარმოშობის გზა, საქართველო უნდა მოინახულოს.
“ამოუცნობია, თუ რატომ არ სტუმრობს საქართველოს, მსოფლიოს ერთერთ ულამაზეს მხარეს, უფრო მეტი ტურისტი. ადგილობრივთა სტუმართმოყვარეობა, მთიანი რელიეფი, ისტორიული მონასტრები და შესაძლებლობა, გაჰყვე მსოფლიოს უძველესი ღვინის წარმოშობის გზას მხოლოდ რამდენიმე მიზეზია იმისთვის, რომ საქართველო მოინახულოთ. გასულ წელს საქართველოში რეკორდული რაოდენობის, 8 მილიონი ვიზიტორი ჩავიდა, იზრდება ფრენების რაოდენობა, მცირე გესთჰაუსები კი ქვეყნის ყოველ კუთხეში გვხდება. 2019 წლიდან ლონდონის ლუტონის აეროპორტიდან ქუთაისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაინიშნება, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს თოვლიან მწვერვალებს, ვენახებით მოფენილ ველებსა და ულამაზეს ქალაქებს უფრო მეტი მნახველი გამოუჩნდება”,- აღნიშნულია სტატიაში.
საქართველო აუცილებლად მოსანახულებელ ადგილთა შორის დაასახელა “The New York Times”-მაც და “AirBnb”-მაც.