ახალი ამბები

სიღნაღში ორი საბავშვო ბაღი აშენდება

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ანაგასა და ბოდბეში ახალი საბავშვო ბაღები აშენდება. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს.

სიღნაღის მერიაში აცხადებენ, რომ სამშენებლო სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება.
“ამ სოფლებში საბავშვო ბაღები პრაქტიკულად ამორტიზირებულია. ამიტომ, აღსაზრდელებს წლის ბოლოს ახალი, თანამედროვე სტანდარტების მქონე შენობა ექნებათ. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში, რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენელი კახა ღლონტი და თორნიკე კვინტრაძე, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, სიღნაღის, დედოფლისწყაროს, თელავის, ახმეტის და ლაგოდეხის ადგილობრივი თვითმმართველობების მწარმომადგენლები ესწრებოდნენ. სიღნაღის გარდა, საბავშვო ბაღები სხვა მუნიციპალიტეტებშიც აშენდება. შეხვედრაზე განიხილეს მშენებლობის დეტალები”, – აცხადებენ სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში.

ნიკოლოზ ესიტაშვილი