ახალი ამბები

1 მარტიდან რეგიონებში ბუნებრივი აირის ფასი გაიზრდება

შპს “სოკარ ჯორჯია გაზის” საცალო კომერციული მომხმარებლებისთვის ბუნებრივი აირის ფასი 1 კუბურ მეტრზე დღგ-ს ჩათვლით 95 თეთრი იქნება.
კომპანიაში აცხადებენ, რომ ახალი ტარიფი ძალაში ზამთრის სეზონის გასვლის შემდეგ, 1 მარტიდან შევა.
“სოკარ ჯორჯიაში” განმარტავენ, რომ ბუნებრივი აირის ღირებულების გაზრდა გამოწვეულია ეროვნული ვალუტის აშშ დოლართან გაცვლითი კურსისა და განაწილების ტარიფის ცვლილებით.