ახალი ამბები

სიღნაღში ავარიისას ქვეითად მოსიარულე მძიმედ დაშავდა

სიღნაღის მუნიციპალიტეტში ავარიის დროს ქვეითად მოსიარულე მძიმედ დაშავდა. სოფელ ჯუგაანში 30 წლამდე ქალს მანქანა დაეჯახა რა დროსაც მან სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიიღო. 
თვითმხილველების თქმით, ქალი სოფლის აფთიაქში მუშაობდა, სამსახურიდან გამოსულს კი ფეხით სავალ გზის ნაწილზე მანქანა დაეჯახა, რომელსაც სავარაუდოდ ნასვამი მძღოლი მართავდა.

მათივე ინფორმაციით, ქალი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
დაშავებული თავდაპირველად წნორის „არქიმდეს კლინიკაში“ მოათავსეს, მოგვიანებით კი, თბილისში გადმოიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.