ახალი ამბები

ლაგოდეხის ნაკრძალში ფოტომახემ აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვები დააფიქსირა

ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ფოტო ხაფანგმა აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვები დააფიქსირა. ვიდეოს ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია ფეისბუქის გვერდზე აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ თოვლიან ტყეში 4 ჯიხვი გადაადგილდება და ერთმანეთს ერკინებიან.
ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი ფოტომახეების მეშვეობით მიმდინარეობს. ფოტოხაფანგის დახმარებით შესაძლებელია გარეული ცხოველების დისტანციურად გადაღება, მათი რიცხოვნობის დადგენა, დღეღამური და სეზონური აქტივობის დაფიქსირება და ა.შ.

ნიკოლოზ ესიტასვილი