ახალი ამბები

კახეთის რეგიონის ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი გადაიდო

კახეთის რვავე მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 21 იანვრამდე გადაიდო. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის რეგიონული განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში ზამთრის არდადეგები გრიპის ვირუსის გამო გაგრძელდა.
„საბავშვო ბაღები მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაშია, გვქონდა კონსულტაციები მუნიციპალიტეტების საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანიზაციებთან. გრიპის ეპიდემია არ არის, თუმცა ბაგა- ბაღების გაერთიანებებს სააღმზრდელო პროცესის გადადება ვურჩიეთ. მათ გაითვალისწინეს ჩვენი რეკომენდაციები და რეგიონის მასშტაბით სააღმზრდელო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი 15 იანვრის ნაცვლად 21 იანვარს განაცლდება”,- განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, სააღმზრდელო პროცესის დაწყებამდე, რეგიონში არსებულ ყველა საბავშვო ბაღში გეგმიური სანიტარული სამუშაოები ჩატარდება, რომელიც დეზინფექციას, დეზინსექციას და დერატიზაციას მოიცავს.

ნიკოლოზ ესიტაშვილი