ახალი ამბები

თელავის საკრებულო დღეს 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცებაზე იმსჯელებს

დღეს თელავის მუნიციპალიტეტის სკრებულოს მიმდინარე წლის ბოლო სხდომა გაიმართება. წარმომადგენლობითი ორგანო კენჭს უყრის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცებას. მთავარი საფინანსო დოკუმენტის საჯარო განხილვა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში უკვე გაიმართა. თელავის მუნიციპალიტეტის მომავალი წლის ბიუჯეტი 21 მილიონი ლარი იქნება, რაც 2018 წელთან შედარებით თითქმის 3 მილიონით არის გაზრდილი.
სახელფასო ფონდისთვის გათვალისწინებულია 3 მილიონამდე ლარი, ადმინისტრაციული ხარჯებისთვის გამოყოფილია 4 მილიონნახევარ ლარზე მეტი, რაც წინა წელთან შედარებით თითქმის ნახევარი მილიონი ლარით არის გაზრდილი. ინფასტრუქტურის მიმართულებით განსაზღვრულია 6 მილიონ ლარამდე, განათლების დაფინანსებისათვის გამოყოფილია 5 მილიონ ლარამდე. სოცილაური მიმართულებით დაგეგმილია 1 მილიონ 789 ათასი ლარის დახარჯვა. კულტურის და სპორტისა განვითარების ხელშეწყობისთვის კი განსაზღვრულია 4 მილიონ 569 ათასი ლარი.

ნიკოლოზ ესიტაშვილი