არჩევნებიახალი ამბები

გურჯაანის სასამართლომ დავით კირკიტაძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, დავით კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 55 დღიანი პატიმრობა შეეფარდა.
გადაწყვეტილება გურჯაანის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე დავით ნარიმანიშვილმა გამოაცხადა. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ მოსამართლემ პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება მიიღო. სასამართლოს შენობასთან სამართალდამცავების განსაკუთრებული მობილიზება დილიდან შეინიშნებოდა.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი დავით კირკიტაძე გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში 16 დეკემბერს, დაპირისპირების დროს, პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, მოსამართლის განჩინებით დააკავეს. ის ბრალს არ აღიარებს და შიმშილობს.

ავტორი: ნიკოლოზ ესიტაშვილი