ახალი ამბები

გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან დავით კირკიტაძის მხარდამჭერები საპროტესტო აქციას მართავენ

გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან დავით კირკიტაძის მხარდამჭერები საპროტესტო აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეები დავით კირკიტაძეს გათავისუფლებას ითხივენ და ადგილზე მყოფ სამართალდამცველებს მიმართავენ და სთხოვენ, უკანონობას ნუ დაიცავენ.
„როგორც პოლიცია, ისე პროკურატურა მთლიანად ივანიშვილის სამფლობელოა. მათ ვეუბნებით, რომ ეს ბრძოლა არ გაჩერდება. არჩევნები გაყალბდა და ამას არ შეეგუება არავინ, რა სახის ზეწოლებიც არ უნდა გააგრძელონ,“ – აღნიშნეს აქციის წარმომადგენლებმა.