ახალი ამბები

ახალმა პრეზიდენტმა შეხვედრები წინანდალში, სასტუმრო “რედისონში” გამართა

საქართველოს პრეზიდენტი გუშუნ ღამით წინანდალში, სასტუმრო “რედისონში” დარჩა. ინფორმაციას “კურიერი” ავრცელებს. დილით სალომე ზურაბიშვილს ორმხრივი შეხვედრები, საქართველოში ინაუგურაციისთვის ჩამოსული დელეგაციების წევრების ნაწილთან ჰქონდა.
მედიისთვის ყველა შეხვედრა გასაიდუმლოებული იყო. ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, ზურაბიშვილმა კახეთი უკვე დატოვა.