ახალი ამბები

აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი – შეშფოთებულები ვართ იმ კადრების გამო, რაც ვნახეთ

აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი კახეთში გუშინ მომხდარ ფაქტებს ეხმაურება. როს უილსონის თქმით, აშშ ხარს უჭერს თავისუფალი სიტყვისა და შეკრების უფლებას.
“აშშ-სთვის სასიამოვნო და საპატიო იყო ინაუგურაციის ცერემონიაში მონაწილეობა. რაც შეეხება გუშინდელ მოვლენებს, აშშ, რა თქმა უნდა, მხარს უჭერს თავისუფალი სიტყვისა და შეკრების უფლებას. მხარს ვუჭერთ, რომ ამ უფლებით მშვიდობიანი გზით ისარგებლონ. ჩვენ შეშფოთებულები ვართ იმ კადრების გამო, რაც ვნახეთ და რასაც ეს კადრები ეუბნებოდა ქართველ ხალხს და საქართველოს მეგობრებს მთელ მსოფლიოში. მოვუწოდებთ მშვიდობისკენ, საქართველო ახლა წინ უნდა წავიდეს,“- განაცხადა როს უილსონმა.
გუშინ კახეთში პოლიციამ გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელებს გზა გადაუკეტა, რის გამოც მათ თელავში ინაუგურაციის პარალელურად აქციის გამართვა ვერ შეძლეს. ველისციხეში სამართალდამცველები და აქციის მონაწილეები ერთმანეთს რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ.

ნატალია ცისკარაშვილი