ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილი თელავში ინაუგურაციასთან დაკავშირებულ რეპეტიციას ესწრება

ამ წუთებში საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტი თელავში იმყოფება. სალომე ზურაბიშვილი ინაუგურაციასთან დაკავშირებით ერეკლე მეფის სასახლის ეზოში მიმდინარე რეპეტიციას ესწრება. ზურაბიშვილი თელავში რამდენიმე წუთის წინ მოვიდა.
ამ წუთებში ბატონის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე ინაუგურაციასთან დაკავშირებით რეპეტიცია მიმდინარეობს.
საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია თელავში, 16 დეკემბერს გაიმართება. სალომე ზურაბიშვილი ფიცს ერეკლე მეფის სასახლის ეზოში დადებს.

ნიკოლოზ ესიტაშვილი