ახალი ამბები

თელავში მებრძოლ პატრიოტთა კავშირი აქციას გამართავს

თელავში მებრძოლ პატრიოტთა კავშირი აქციას გამართავს. ორგანიზაციის თავმჯდომარის განცხადებით, მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გასხვისებასთან დაკავშირებით მთვრობის მიერ დაწესებული მორატორიუმის გაუქმებას ეწინააღმდეგებიან.
ემზარ ქვარიანის თქმით, აქციაზე საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებას გააპროტესტებენ.
მისივე ინფორმაციით, აქცია 14 დეკემბერს, 13:00 საათზე, 9 აპრილის მემორიალთან გაიმართება.
,,ვთხოვ ყველას, მივიდეთ და დავაფიქსიროთ პროტესტი მოღალატე მოსამართლეების მიერ მიღებული გადაწყვეტილების წინააღმდეგ. აქცია თელავში სიმბოლურად ომში დაღუპულთა მემორიალთან გაიმართება. არავის მივცემთ უფლებას, რომ გმირებს შეურაცხყოფა მიაყენონ.ამ ადამიანებს სიცოცხლის და სისხლის ფასად დაუჯდათ ქვეყნის ტერიტორიების დაცვა. უცხო ქვეყნის 12 ათასზე მეტ მოქალაქეს აქვს 100 ათასზე მეტი ჰექტრობით მიწა ნაყიდი. ჩვენი მონაცემებით, ამჟამად 2500-მდე განაცხადია კიდევ შეტანილი”,- განუცხადა Knews.ge-ს ემზარ ქვარიანმა.