ახალი ამბები

სკოლის მოსწავლეები იმიტირებულ პროცესში ჩაერთვებიან

საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლა  თელავში მდებარე კახეთის რეგიონულ ოფისში  მე-10 -დან მე-12 კლასის ჩათვლით სკოლის მოსწავლეებისთვის, გამართავს იმიტირებულ პროცესს სახელწოდებით “დეტექტიური თამაში: ვინ არის დამნაშავე”, სადაც  მონაწილეები შეეცდებიან სამართლებრივი კაზუსის ამოხსნას.

ღონისძიების სპიკერები იქნებიან  საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი – ანა ხურციძე და სამართლის სკოლის ლექტორი – რატი ახალაია.

დეტექტიურ თამაშში  ჩართულ მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ სამართლის დარგის კონკრეტულ სპეციფიკას, რაც დაეხმარებათ სამომავლოდ პროფესიის სწორად არჩევაში.

დეტექტიური თამაშის მსურველები გადანაწილდებიან გუნდებად, გამარჯვებული გუნდი კი დასაჩუქრდება სპეციალური პრიზით. თითოეულ მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.