ახალი ამბები

თელავში 70 წლამდე მამაკაცს მანქანა დაეჯახა

თელავში, ერეკლე მეორეს ქუჩაზე, ქვეითად მოსიარულე 70 წლამდე მამაკაცს მანქანა დაეჯახა. თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც მამაკაცი გზაზე გადასვლას ცდილობდა.
დაშავებული სასწრაფო დახმარების ჯგუფმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.