არჩევნებიახალი ამბები

ლაგოდეხში “ნაცმოძრაობის” ოფისის მიდებარედ მომხდარ ინციდენტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლაგოდეხში “ნაცმოძრაობის” ოფისის მიდებარედ მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო. კახეთის პოლიციის დეპარტამენტი საქმეს იძიებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
სამართალდამცველებმა მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს 1997 წელს დაბადებული ი.გ., რომელმაც ქალაქ ლაგოდეხში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე, ე.წ სასტარტო იარაღიდან ჰაერში რამდენჯერმე გაისროლა.
პოლიციამ იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.
აღნიშნული პირი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი.