არჩევნებიახალი ამბები

თელავში 54 უბანი გაიხსნა

თელავის მე-17 საარჩევნო ოლქში 54 უბანი გაიხსნა. საოლქო საარჩევნო თავმჯდომარის გიორგი კალმახელიძეს ინფორმაციით, უბნები დილის 07:00 საათზე გაიხსნა, ხოლო 08:00 საათიდან დაიწყო კენჭისყრის პროცესი.

პირველი ამომრჩეველი კი უბანზე 08:03 საათზე დაფიქსირდა.
„პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ვფიქრობთ ასე გაგრძელდება, არანაირ გართულებებს არ ველოდებით. არჩევნების შესახებ პირველადი მონაცემები დაახლოებით 12:00 საათზე გვექნება“, – განაცხადა გიორგი კალმახელიძემ.
მუნიციპალიტეტის მასშტაბით გახსნილი 54 უბნიდან შშმ პირებისთვის ადაპტირებული 17 საარჩევნო უბანი მუშაობს.
თელავის მუნიციპალიტეტში სულ 56 513 ამომრჩეველია რეგისტრირებული.