არჩევნებიახალი ამბები

ვაშაძე – გურჯაანში ადამიანებს აიძულებენ, გახსნილი ბიულეტენით გამოვიდნენ ხმის მიცემის შემდეგ

გურჯაანის რაიონში ადამიანებს აიძულებენ, გახსნილი ბიულეტენით გამოვიდნენ ხმის მიცემის შემდეგ, – განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ არჩევნების მეორე ტურში დაფიქსირებულ დარღვევებზე საუბრისას.

ვაშაძემ აღნიშნა, რომ ამ ფაქტზე ოპოზიციას შესაბამისი რეაგირება ექნება. გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ხელისუფლებას კანონის დაცვისკენ მოუწოდა.
„მაგალითად, გურჯაანის რაიონში აიძულებენ ადამიანებს გახსნილი ბიულეტენით გამოვიდნენ ხმის მიცემის შემდეგ. ესაა პირდაპირი კანონდარღვევა და ამას აუცილებლად ექნება შესაბამისი რეაგირება. მოვუწოდებ ჩვენს ოპონენტებს, რომ კანონი არსებობს და კანონი დაიცავით, შეეშვით ამ ძალადობას”, – აღნიშნა ვაშაძემ.
დღეს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური იმართება. ერთმანეთს “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი და “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე უპირისპირდებიან. “ცესკოს” ინფორმაციით, არჩევნების ჩასატარებლად სრულ მზადყოფნაშია 3 703 საარჩევნო უბანი, მათ შორის, 55 საზღვარგარეთ, 11 კი გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი. საზღვარგარეთ გახსნილი საარჩევნო უბნები შესაბამისი ქვეყნის ადგილობრივი დროით ღამის 12 საათამდე იმუშავებენ. საქართველოში კი კენჭისყრის პროცედურა საღამოს 8 საათზე დასრულდება და დაიწყება ხმების დათვლა.

ნიკოლოზ ესიტაშვილი