ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო კამპანია ენგურზე დაასრულა

პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო კამპანია ენგურზე დაასრულა. კანდიდატი ენგურზე შვილებთან ერთად მივიდა და აღნიშნა, რომ მისი საარჩევნოკამპანიის ენგურზე დასრულება სიმბოლურია. 

„ჩემი საარჩევნო კამპანია სრულდება აქ, ენგურზე. იქ, სადაც საოკუპაციო ხაზია და ამ ხაზისიქით, მოშორებით ჩვენი საზღვარი ფსოუზე, რაც ჩვენი სახელმწიფოს საზღვარია დაყოველთვის იქნება.

ეს არის ადგილი, რომელსაც სიმბოლური დატვირთვა აქვს, ერთი მხრივ საოკუპაციო ხაზია, მეორეს მხრივ ენგურჰესი, რომელიც ერთ-ერთი მაგალითია იმისი, რომ შეგვიძლია ერთადმუშაობა და არის ბევრი სხვა რამ, 

ჩვენი წარსული და ჩვენი მომავალი. ეს არის ჩემიკამპანიის დასრულება ამ იმედიანი სიტყვებით, ჩვენი მომავალიც აქაა”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.