არჩევნებიახალი ამბები

ცესკო – ამომრჩევლის ბარათები აღარ დარიგდება

ცენტრალური საარჩევნო კომისია ამომრჩევლის ბარათებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ცესკოში განმარტავენ, რომ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურისთვის ამომრჩევლები ხმას აძლევენ იმავე საარჩევნო უბანზე, რომელიც გაიხსნა 28 ოქტომბრის არჩევნების პირველი ტურისთვის და სადაც ამომრჩევლებმა მიიღეს კენჭისყრაში მონაწილეობა. უწყების ინფორმაციით, ამომრჩევლის ბარათები აღარ დარიგდება.

„აღსანიშნავია, რომ მეორე ტურისთვის 30 საარჩევნო უბანზე შეიცვალა უბნის მისამართი და უბანი სხვა ახლომდებარე შენობაში განთავსდა. შესაბამისად, ამ საარჩევნო უბნების საზღვრებში რეგისტრირებული ამომრჩევლების ინფორმირების უზრუნველსაყოფად, მათთვის დარიგდება ამომრჩევლის საინფორმაციო ბარათები, სადაც მითითებული იქნება საარჩევნო უბნის ახალი მისამართი. მოქალაქეებს ასევე აქვთ შესაძლებლობა საკუთარი მონაცემები და საარჩევნო უბნების მისამართები გადაამოწმონ ცესკოს ვებგვერდის (voters.cec.gov.ge), მობილური ტელეფონის, პლანშეტისა და სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით“, – ნათქვამია ცესკოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ნიკოლოზ ესიტაშვილი