არჩევნებიახალი ამბები

შსს – სიღნაღის საბავშვო ბაღებსა და სკოლებში დასაქმებულებზე ზეწოლა არ დასტურდება

შს სამინისტროს ინფორმაციით, არ დადასტურდა ინფორმაცია სიღნაღის საბავშვო ბაღებსა და სკოლებში დასაქმებულების მიმართ ზეწოლის განხორციელების შესახებ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ ხმის მისაცემად.
შს მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის ინფორმაციით, მიმდინარე კვირას მედიასაშუალებებით და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებული ინფორმაციების გადასამოწმებლად უპრეცედენტო რაოდენობის (231) მოწმე გამოიკითხა ბოლო 48 საათის განმავლობაში.
,,გამოკითხული იქნენ მათ შორის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები, საჯარო სკოლების დირექტორები და პედაგოგები, საბავშვო ბაღების აღმზრდელები, საუბრო საარჩევნო კომისიის წევრები, ადგილობრივი მოსახლეობა, მათ შორის პენსიონერი და სოციალურად დაუცველი პირები. შედეგად, გამოკითხულ პირთა მიერ ფაქტების მნიშვნელოვანი ნაწილი არ დადასტურდა. ასევე, არ დადასტურდა სიღნაღის საბავშვო ბაღებში და სკოლებში დასაქმებულების მიმართ ზეწოლა „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ ხმის მისაცემად. დადასტურებულ ფაქტებზე დაიწყება გამოძიება, ხოლო ნაწილის შესწავლა გრძელდება“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.