არჩევნებიახალი ამბები

ვაშაძე – ისეთი საქართველო გვინდა, სადაც მშრომელი ადამიანი თავს იგრძნობს დაცულად

ისეთი საქართველო გვინდა, სადაც მშრომელი ადამიანი თავს იგრძნობს დაცულად, – განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს. გრიგოლ ვაშაძემ აღნიშნა, რომ ხელისუფლების სათავეში მოვა ეროვნული მთავრობა.
„მთელს ახლო აღმოსავლეთს ცხვრის ხორცი სურს და თქვენ აკეთებთ ამას. ისე უნდა იყოს, რომ თქვენ პრობლემები არ გქონდეთ ზაფხულის საძოვრებზე. ყველაფერს გავაკეთებთ ისე, როგორც იყო. თქვენ არაფრის არ გეშინოდათ, არც არავინ არ გხვდებოდათ, პრობლემა არ გქონდათ ზაფხულის საძოვრებზე, რადგან მოდის ეროვნული მთავრობა, რომელიც თქვენი მთავრობაა“, – აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.
პრეზუდენტობის კანდიდატი დღეს სოფელ იორმუღანლოში იმყოფებოდა. გრიგოლ ვაშაძე მოსახლეობას შეხვდა, სოფელში არსებულ პრობლემებს გაეცნო და ადგილობრივებს სამომავლო გეგმები გააცნო.

ნიკოლოზ ესიტაშვილი