არჩევნებიახალი ამბები

ზურაბიშვილი ყარაჯალას მოსახლეობას – ანგარიშვალდებული ვიქნები თქვენ წინაშე

„საქართველო ახალი გზით იწყებს განვითარებას და მე, როგორც ქვეყნის მომავალი პრეზიდენტი, ვიქნები ანგარიშვალდებული თქვენ წინაშე”, – განაცხადა მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში მოსახლეობასთან შეხვედრისას. სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ იზრუნებს სახელმწიფოს გაძლიერებასა და მოქალაქეთა უსაფრთხოებაზე.
“ვიმედოვნებ, ძლიერ სოფლებზე დაფუძნებით ჩვენ ერთად ავაშენებთ ძლიერ საქართველოს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სოფელ ყარაჯალაში ადგილობრივების პრობლემებს გაეცნო და მოსახლეობას სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

ნიკოლოზ ესიტაშვილი