არჩევნებიახალი ამბები

ზურაბიშვილი – ჩვენ ერთად ავაშენებთ ძლიერ სოფლებზე დაფუძნებულ საქართველოს

მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალას მოსახლეობას შეხვედა და ადგილობრივების პრობლემებს გაეცნო.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ამ არჩევნებით ახალი საქართველო იწყება. პრეზიდენტობის კანდიდატმა სოფლების განვითარებაზე გაამახვილა ყურადღება.

„დღეს, ამ არჩევნებით, ნამდვილად, ახალი საქართველო იწყება. ამ ახალი საქართველოს მშენებლობაში თქვენი დიდი წვლილი იქნება. იმისთვის, რომ სახელმწიფო იყოს ძლიერი, ადამიანი დაცული უნდა იყოს. მე თქვენი პრეზიდენტი ვიქნები, თქვენ შეძლებთ მომაწოდოთ თქვენი ტკივილი, პრობლემები, მე თქვენს წინაშე ვიქნები პასუხისმგებელი, მოვალ და ანგარიშს მოგახსენებთ იმის შესახებ, რას შევძლებ ან რას ვერ შევძლებ. თქვენი იმედი მაქვს, არა მხოლოდ არჩევნებში, არამედ მის შემდეგაც და ჩვენ ერთად ავაშენებთ ძლიერ საქართველოს, დაფუძნებულს ძლიერ სოფლებზე და ადამიანებზე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ნიკოლოზ ესიტაშვილი