სალომე ზურაბიშვილი – ახალგაზრდებს უნდა ვაჩვენოთ, რა ზიანი მოაქვს ნარკოტიკს (R)

სალომე ზურაბიშვილი – ახალგაზრდებს უნდა ვაჩვენოთ, რა ზიანი მოაქვს ნარკოტიკს, ვასწავლოთ, როგორ დაინახონ ცხოვრებაში პერსპექტივა

არ შეიძლება, ნარკოტიკების პრობლემა გულთან არ მივიტანოთ. რა განათლებაზეა საუბარი, თუახალგაზრდობა გართულია ნარკოტიკებით, ამ ძალიან სერიოზული სენით, რაც ნიშნავს, რომ ისინი ვერცპერსპექტივას ხედავენ, ვერც მომავლისთვის ემზადებიან, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმაკანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ქალთა ორგანიზაციის „ქალები სამართლიანობისთვის“ შეხვედრაზეგანაცხადა.

„საჭირო არის, რომ ერთად გავმართოთ საინფორმაციო კამპანია და დავანახოთ, რაც ხდება ყველა განვითარებულქვეყანაში. ვაჩვენოთ რა ზიანის მომტანია ნარკოტიკი თავიანთი ჯანმრთელობისთვის, მომავლისთვის.ვასწავლოთ, როგორ დაინახონ თავიანთ ცხოვრებაში პერსპექტივა. ეს ჩვენი მოვალეობაა და ამაში მე ბოლომდეჩავერთვები. ეს არის ბრძოლა გადარჩენისთვის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამასთან, პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისსაზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობაზე ისაუბრა. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე სამუშაოდპრეზიდენტის ადმინისტრაციაში სპეციალური ჯგუფი შეიქმნება.

„ამ საკითხზე სხვადასხვა მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ. ფინანსურის გარდა, მეორე ნაწილი ეხებასაზოგადოებას. ჩვენ ეს ადამიანები საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად უნდა მივიღოთ. პრობლემაგონებაში წყდება. ამავე დროს, უნდა ვიბრძოლოთ, რომ მეტი რესურსები გვქონდეს. ინფრასტრუქტურა უნდა იყოსგამართული. თბილისში ნელ-ნელა გადავდივართ ევროპულ ნორმებზე, მაგრამ რაიონებში ამ კუთხით ძალიანბევრია გასაკეთებელი. ამაზეც ერთად ვიმუშაოთ და ვნახოთ, რა არის პრიორიტეტი და სამოქმედო გეგმა, რაზეცშეიძლება, ერთად შევთანხმდეთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, საქართველომ ტოლერანტობა საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა, თუმცა გარკვეული ჯგუფებიამ ერთიანობის დარღვევას ცდილობენ, რასაც ვერ შეძლებენ.

„სულ ვფიქრობთ, რას ველოდოთ, რას მოგვცემს ეს მთავრობა, ევროპა ან ამერიკა. ხელგაშლილი ვდგავართ დაველოდებით, თან ვამბობთ, რა გვეშველება. მოვდივარ, რომ გითხრათ და ერთად ვთქვათ, რომ გვეშველება,ვუშველით ჩვენს თავს და არამხოლოდ ვუშველით, არამედ ჩვენ ევროპაშიც გვაქვს სათქმელი. იქ გვაქვსტოლერანტობა, რაც არსებობს ამ ქვეყანაში.

ჩემთან მოვიდა ჯერ აზერბაიჯანელი ქალების წარმომადგენელი, შემდეგ სომეხი ქალი. ჩვენ ვცხოვრობთ ერთადდა გვაქვს ერთმანეთის პატივისცემა. ეს მსოფლიოში და თუნდაც ევროპაში რაღაც გამონაკლისი იშვიათობა გახდა,მაგრამ ჩვენ ეს საუკუნეების მანძილზე შევინარჩუნეთ. თუმცა ვიღაცები ცდილობენ ეს ერთიანობა დაარღვიონ,თუმცა ამას ვერ შეძლებენ, ეს მხოლოდ მტერს თუ სურს.

ჩვენ ვართ ძლიერი ქალები, ვართ ძლიერი ქვეყანა, რადგან ერთად ვართ. თქვენ ჩემთან ერთად იქნებითსაქართველოს ქალი პრეზიდენტები“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პოლიტიკური რეკლამა (R)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *