ახალი ამბები

თელავში მრავალფეროვნების ფესტივალი გაიმართება

ხვალ, თელავში, მრავალფეროვნების ფესტივალი გაიმართება.

ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, მრავალფეროვნების ფესტივალის ფარგლებში გაიმართება 12 სოციალური პროექტის გამოფენა-პრეზენტაცია.
პროექტები 18-26 წლის ახალგაზრდებმა თავიანთი რეგიონების საჭიროებებიდან გამომდინარე დაგეგმეს და განახორციელეს.
მრავალფეროვნების ფესტივალი არის პროგრამა “მრავალფეროვნების სკოლის” შემაჯამებელი ღონისძიება. მრავალფეროვნების სკოლა არის საგანმანათლებლო, აქტიური მოქალაქეობის პროგრამა, რომელიც 2012 წელს შეიქმნა.

პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში პლურალისტური საზოგადოების ჩამოყალიბებასა და დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებას.
მრავალფეროვნების სკოლას ორგანიზებას უწევს არასამთავრობო ორგანიზაცია „ირის ჯგუფი – მრავალფეროვნების მართვა“, გერმანულ ორგანიზაცია „MitOst“-თან თანამშრომლობით. პროგრამას აფინანსებს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო. მრავალფეროვნების ფესტივალი 15 საათზე გაიხსნება.

ნიკოლოზ ესიტაშვილი