ახალი ამბები

თელავში პირველი თოვლი მოვიდა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ თეთრიწყლებში პირველი თოვლი მოვიდა.

სოციალურ ქსელში შესაბამისი ფოტოები თეთრიწყლებში მცხოვრებმა თაია ყორიაულმა გაავრცელა. თოვლი მოვიდა გომბოემრის უღელტეხილზე. საავტიმობილო გზების დეპარტამენტის თელავის სამმართველოს უფროსის თამაზ აბდულაშვილის ინფორმაციით, უამინდობის მიუხედავად გომბორი- ვაზიანის გზაზე ავტოსატრანსპორტო მოძრაობა არ შეფერხებულა.
“ეხლაც თოვს და ქარია. ჯერჯერობით მოძრაობა არ შეფერხებულა. მძღოლებს ვთხოვთ, რომ აუცილებლად ჰქონდეთ ზამთრის, კაპრონის საბურავები. აქტიურად მიმდინარეობს თოვლისგან გზის გაწმენდითი სამუშაოები”, – განუცხადა knews.ge-ს თამაზ აბდულაშვილმა.

ნიკოლოზ ესიტაშვილი