არჩევნებიახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილის ახალ საარჩევნო ბანერზე ბიძინა ივანიშვილია გამოსახული

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო ბანერზე სალომე ზურაბიშვილის ნაცვლად მნართველი პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილია გამოსახული. გარდა ამისა, ბანერზე გამოჩნდა ახალი საარჩევნო სლოგანიც – „პრინციპული არჩევანი. ღირსება, თავისუფლება, განვითარება“.

ახალი ბანერების ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა.

საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურზე სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო სლოგანი იყო „ერთად საქართველოსთვის”.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება. მეორე ტურში ერთმანეთს მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე დაუპირისპირდებიან.

ნიკოლოზ ესიტაშვილი