ახალი ამბები

თელავში კახეთში დაგეგმილი პროექტების პრეზენტაცია გაიმართება

ხვალ, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კახეთის რეგიონში დაგეგმილი პროექტების პრეზენტაცია გაიმართება. პრეზენტაციას მოსახლეობას წარუდგენს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი.

შეხვედრას, რომელიც 13 საათზეა დაგეგმილი, დაესწრებიან მინისტრის მოადგილეები და კახეთის გუბერნატორი.

ნიკოლოზ ესიტაშვილი